saqarTvelos myinvarebi - pirCitas uReltexili
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
ქედი | აწუნთის ქედი |
კოორდინატები | 42°28`54` ჩ. გ. 45°16`09` ა. გ. |
სიგრძე | 0.8 კმ |
ფართობი | 0.75 კმ² |
ტიპი | კარულ-ხეობური |
კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აწუნთის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის აუზში. სიგრძე 0,8 კმ, ფართობი 0,75 კმ², ენა ეშვება ზღვის დონიდან 3270 მ-მდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. პირჩიტის ენის ბოლოზე სათავე აქვს მდინარე ქვახიდისწყალს (პირიქითი ალაზნის სათავე).